საქართველოს რკინიგზის სამ გადასარბენზე ახალი შუქნიშნები დამონტაჟდა
ნოემბერი 12, 2010

მიმდინარე წლის ნოემბრის თვიდან შპს ”საქართველოს რკინიგზის” ფილიალ ”ინფრასტრუქტურის” სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების დეპარტამენტმა სხვადასხვა სახის სამუშაოები ჩაატარა. შედეგად, რკინიგზის სადგურებში ნიგოეთი, ჯუმათი და სუფსა დაიდგა და ექსპლუატაციაში შევიდა გამაფრთხილებელი შუქნიშნები. დეპარტამენტმა გადასარბენებზე სუფსა - ჯუმათი წყვილი და კენტი, ხოლო ნიგოეთის გადასარბენზე - კენტი შუქნიშნები დაამონტაჟა. აღნიშნული სამუშაოები საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის - ”სწრაფი რკინიგზა - ბათუმიდან - თბილისში 3 საათში” - ფარგლებში განხორციელდა.

ფილიალ ”ინფრასტრუქტურის” სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების დეპარტამენტი რკინიგზის მაგისტრალზე განაგრძობს აღნიშნული სახის სამუშაოების ჩატარებას. წლის ბოლომდე გამაფრთხილებელი შუქნიშნები კიდევ რამდენიმე გადასარბენზე დამონტაჟდება.

 
 
Copyright © 2018 Georgian Railway. All Rights Reserved.