ელექტრომომარაგების დეპარტამენტმა 118 კმ საკონტაქტო ქსელის რეაბილიტაცია განახორციელა
ნოემბერი 19, 2010

”ინფრასტრუქტურის” ფილიალის ელექტრომომარაგების დეპარტამენტი განაგრძობს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტით გათვალისწინებულ სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას.

საკონტაქტო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთების კენტ და წყვილ მიმართულებებზე შესრულდა. მოდერნიზებული საკონტაქტო ქსელის საერთო სიგრძემ 118 კილომეტრს მიაღწია.

ელ.მომარაგების დეპარტამენტმა მოდერნიზაციის პროექტი ,,სწრაფი რკინიგზა - ბათუმიდან თბილსში - 3 საათში” გათვალისწინებული ელექტრომომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო. რკინიგზის საკონტაქტო ქსელის რეაბილიტაცია, ლიანდაგის რეაბილიტაციასთან პარალელურად, ხელს შეუწყობს მატარებლების მოძრაობის სიჩქარეების საათში 120 კილომეტრამდე გაზრდას.

 
 
Copyright © 2018 Georgian Railway. All Rights Reserved.