რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის განსახორციელებლად სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
ნოემბერი 29, 2010

შპს საქართველოს რკინიგზის” მოდერნიზაციის პროექტის სწრაფი რკინიგზა - ბათუმიდან თბილსში 3 საათში”ფარგლებში, რკინიგზის მთავარ ხაზზეგრძელდება ლიანდაგის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. გასულ კვირას რკინიგზის ”ინფრასტრუქტურის” ფილიალის სალიანდაგო დეპარტამენტმა რკინიგზის გადასარბენებზე მუხიანი - კოპიტნარი და გრაკალი - უფლისციხე2000 მეტრი ახალი ლაინდაგი დააგო.

რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის განსახორციელებლად სალიანდაგო სამუშაოები ინფრასტრუქტურის” ფილიალმა მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო.ამ ეტაპზე 18025 მ ახალი ლიანდაგი დაიგო, ხოლო წლის ბოლომდე დაგეგმილია 31125 მ ლიანდაგის დაგება.

რკინიგზის მოდერნიაზაციის პროექტის ,,სწრაფი რკინიგზა - ბათუმიდან თბილსში 3 საათში” საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები 2010 წლის აგვისტოში დაიწყო და 2013 წლის 1 ივლისისათვის დასრულდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს რკინიგზის მთავარ ხაზზე განახლდება და კაპიტალურად შეკეთდება სარკინიგზო ხაზი, ელექტრომომარაგების სისტემები, ხიდები, გვირაბები. რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე აშენდება სრულიად ახალი სარკინიგზო ხაზი, მათ შორის 14 კილომეტრამდე სიგრძის გვირაბი. გარდა ამისა, საქართველოს რკინიგზაზე დაინერგება სიგნალიზაციისა და დისპეტჩერიზაციის თანამედროვე სისტემები.

 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.